პროექტის სახელი
ანა კალანდაძე
პროექტის მოკლე აღწერა ერთი–ორი წინადადებით
მოსწავლეები გაეცნობიან ანა კალანდაძის ბიოგრაფიასა და პოეზიას
პროქტის სრული აღწერა
მოსწავლეები მოიძიებენ საინტერესო ინფორმაციას ანა კალანდაძის ცხოვრებიდან . შეიტყობენ აქამდე მათთვის უცნობ ფაქტებს პოეტის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე, როგორ დაიწყო ანამ ლექსების წერა, ვინ დაულოცა მას გზა პოეზიისაკენ, როგორ გაიცნო ანას ლექსები საზოგადოებამ და როგორ შეხვდა მას.
გაეცნობიან მის პოეზიას, ანას მიერ გამოყენებულ ლექსიკას. მოიძიებენ პოეტის ცხოვრებისეული ეპიზოდების ამსახველ ფოტო, აუდიო და ვიდეომასალას.
კლასს დავყოფ ექვს ჯგუფად (თითოეულში ხუთი ბავშვი). I ჯგუფი მოიძიებს ცნობებს ანა კალანდაძის ბავშვობის შესახებ; სად და როდის დაიბადა, სად დაამთავრა სკოლა, ვისი თხოვნითა და სიყვარულით დაწერა პირველი ლექსი, სად აღმჩონდა ეს ლექსი. II – სად გააგრძელა სწავლა ანამ სკოლის დამთავრების შემდეგ, სად ინახავდა ის საკუთარი ლექსების რვეულს, ვინ გააცნო საზოგადოებას ის და როგორ. III – როგორ შეხვდა საზოგადოება ანას, როგორ შეაფასეს მისი პოეზია მწერალთა კავშირში დიდმა მწერლებმა, რა სიტყვებით დაულოცეს მას გზა. IV – მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მიერ გამოთქმული აზრები ანას პოეზიასთან დაკავშირებით, მოგონებები პოეტზე. V – აუდიო, ვიდეო, ფოტომასალა. VI – ანა კალანდაძის პოეზიის მიმოხილვა. აღნიშნული მასალის შეგროვების შემდეგ გავაკეთებთ პრეზენტაციას,მოპოვებულ მასალებს განვათავსებთ ბლოგზე.
მონაწილეთა ასაკი
V კლასი /1o-11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
ერთი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
საჭირო მასალის მოძიება ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტში, დისკუსიის გამართვა, გამოფენა, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
ფოტოალბომი, ლექსების კრებული, ბლოგის გაკეთება შექმნილი მასალების მიხედვით.
სარგებელი სხვებისთვის
მივაწოდოთ ანა კალანდაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ელექტრონული ვერსია , რომელიც გაუადვილებთ ინფორმაციის მოპოვებას.
სამუშაო ენა
ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ გვყავს
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული – სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი...) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება; პოეზიის, ბიოგრაფიის გაცნობა, მსჯელობის , მოსმენისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.
ისტორია–გეოგრაფია – ანას მშობლიური კუთხის გეოგრაფიული და ისტორიული ღირშესანიშნაობების გაცნობა.
მუსიკა – ანას ლექსებზე შექმნილი სიმღერების გაცნობა.
1) ზეპირმეტყველება
ქ. V. 1. 1. მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
ქ. V. 1. 2. მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
ქ. V. 1. 3. მოსწავლე აღიქვამს და მართებულად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
ქ. V. 1. 4. მოსწავლე ავლენს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყის უნარს.
ქ. V. 1. 5. მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს.
2) კითხვა
ქ. V. 2. 1. დამოუკიდებლად კითხულობს ვრცელ ტექსტებს და თავისი სიტყვებით გადმოსცემს მათს შინაარსს ყოფს ტექტს შინაარსობრივ ნაწილებად განარჩევს ფაქტსა და დამოკიდებულებას ერთმანეთისგან; წაკითხულის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს.
ქ. V. 2. 2. მოსწავლე ავლენს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
ქ. V. 2. 4. მოსწავლე იყენებს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას.
3) წერა
ქ. V. 3. 1. წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს; იცნობს და მართებულად იყენებს შეფასების / დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს
ქ. V. 3. 2. შინაარსობრივი, ენობრივი და ფორმალური ნიშნების მიხედვით ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგები), სასწავლო-სამეცნიერო (მსჯელობა რაღაცის ახსნის ან დამტკიცების მიზნით) და მხატვრულ (განცდილი შთაბეჭდილების გადმოცემა) ენას;მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებიდან კონტექსტის მიხედვით შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულს;
ქ . V. 3. 3. მოსწავლე მართებულად იყენებს გრამატიკულ წესებს და იცავს მართლწერის ნორმებს.
პროექტის ფასილიტატორი
ეკა კოროშინაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა
ekakoroshinadze@gmail.com
პროექტის ფორუმი
არ გვაქვს
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
http://ekakoroshinadze.blogspot.com/
Monday, April 26, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment